www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამედიცინო და სახარჯი მასალების მარაგების კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 5 იანვარი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო და სახარჯი მასალების  მარაგების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** განყოფილებების სამედიცინო და სახარჯი მასალების ხარჯებისა და ნაშთების კონტროლი ყოველდღიურად;
** გეგმიური ინვენტარიზაციის განხორციელება;
** ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება ოპტიმალურ ვადებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, სამედიცინო განათლება/ფარმაცევტი);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, აფთიაქში მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** MS Office-ის კარგი ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 05.01.2019.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru