www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერიის კომპლექსური კურსი სტაჟირებით
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 5 იანვარი

"VIP Intellect Group" გთავაზობთ პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური პროგრამის შემსწავლელ კურსებს, სტაჟირებით!

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ჩვენი გუნდის 18 წლიან გამოცდილებას! ჩვენი კომპანია წარმოადგენს მრავალწლიან გამოცდილების მქონე, პრაქტიკოსი სპეციალისტების და ტრენერებისგან შემდგარ გუნდს, ჩვენს მიერ, წლების მანძილზე მომზადებული მსმენელები, აქტიურად აგრძელებენ მუშაობას დამოუკიდებელ ბუღალტრებად!

გაითვალისწინეთ, ჩვენთან შესაძლებელია ბუღალტერიის მომზადება ინგლისურ ენაზეც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მცირე ჯგუფებში.

** პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლას
** კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების შესწავლა (Oris, Superfin, Info, 1C)
** სტაჟირება - ბუღალტრულ და აუდიტორულ კომპანიაში.

პრაქტიკული და კომპიუტერული ბუღალტერიის შესწავლა:

მიზნობრივი ჯგუფები: კომბინირებული ჯგუფები, როგორც დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის, ასევე ნებისმიერი პროფესიის და განათლების მქონე პირთათვის.

კურსის აღწერა: პროგრამა შექმნილია კვალიფიციური გამოცდილი ბუღალტრებისა და აუდიტების ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს ფინანასური აღრიცხვის, საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების კომპლექსურ შესწავლას, რის საფუძველზეც შეძლებთ კომლექსური ამოცანების გადაჭრას, რაც გულისხმობს, როგორც ფინანასური უწყისების, ასევე საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, რთულ ფინანასურ სიტუაციებში რჩევების მიცემას და საგადასახადო კანონების მორგებას და ლავირებას კომპანიის სასიკეთოთ.

სწავლების მეთოდი: ლექციები, ინტერაქტივი, დისკუსია, პრაქტიკული ქეისები და სამუშაოები, თემატური გამოკითხვა, შეფასების ტესტები, მათი განხილვა და ანალიზი, კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური, ხოლო დასრულებისას სასერთიფიკატო გამოცდა.

შედეგი: პროგრამის სრულყოფილად დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი ორგანიზაციული ფორმის საბუღალტრო საქმე და სრულყოფილად წარმართოთ საგადასახადო აღრიცხვიანობა, მოახდინოთ ანგარიშების ნაშთების კონტროლი და ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების დამოუკიდებლად მომზადება.

კურსს უძღვებიან - გამოცდილი პროფესიონალი სერტიფიცირებული, პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტრები. მსმენელებს უფასოდ გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, სხვადასხვა ქეისების მაგალითების დოკუმენტაციები.

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

კურსის ხანგრძლივობა - თვენახევარი
ლექციის ხანგრძლივობა -1.30

კურსის ღირებულება ჯგუფში არანაკლებ 3-4 მსმენელისა - 300 ლარი

კურსის ღირებულება ორ კაციან ჯგუფში: 450 ლარი
ლექციის ხანგრძლივობა - 14 ლექცია

კურსის ღირებულება ინდივიდუალურად - 700 ლარი
ლექციის ხანგრძლივობა - 14 ლექცია

მოქმედებს - დილის, დღის და საღამოს ჯგუფები

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

კომპიუტერული ბუღალტერია:

** ორისი -8 ლექცია -150 ლარი
** სუპერფინი - 8 ლექცია - 150 ლარი
** ინფო - 6 ლექცია - 150 ლარი

1C -ბუღალტერია:

2-3 კაციან ჯგუფში - 8 საათი - 200 ლარი
ინდივიდუალურად - 6 საათი- 300 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

http://www.rs.ge- სთან მუშაობის შესწავლა ინდივიდუალურად: 1 ლექცია -30 ლარი

სტაჟირება:

"VIP INTELLECT GROUP"-ის საბუღალტრო აღრიცხვისა და პრაქტიკული ბუღალტერიის კურსდამთავრებულები სტაჟირებას გაივლიან შპს "AMG"-ის გამოცდილ და პროფესიონალ ბუღალტრებთან.

სტაჟირების დასრულების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია როგორც ჩვენი სასწავლო ცენტრისგან, ასევე კომპანია "AMG"-ისგან.

ეს იქნება რეალური პრაქტიკა, რომ შემდგომაც კურსდამთავრებულმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად აწარმოოს საბუღალტრო საქმიანობა სხვადასხვა სფეროში!

სტაჟირებისას პრაქტიკანტს რეალურად ექნება შეხება:

1. მოქმედი, სხვადასხვა ორგანიზაციების რეალური დოკუმენტების დამუშავებასთან
2. კომპიუტერული პროგრამა ორისის პრაქტიკულად გამოყენება - რეალურ საბუთებზე დაყრდნობით
3. www.rs.ge-სთან მუშაობა
4. ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა
5. სრული საბუღალტრო დოკუმენტაციების დამუშავება ერთ საოპერაციო პერიოდში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა: 12 შეხვედრა
სტაჟირების ღირებულება: 300 ლარი

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და დარეგისტრირდი ჯგუფში: http://www.vipintellect.ge/ge/register

გაითვალისწინეთ: თქვენ პრაქტიკულ ბუღალტრულ საქმიანობას შეგასწავლიან პროფესიონალი ბუღალტრები, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წარმოების, ვაჭრობის და მომსახურების სფეროს ორგანიზაციებში!

დამწყები ბუღალტრებისთვის გაგიწევთ საკონსულტაციო მომსახურებას, აგიწყობთ საბუღალტრო აღრიცხვიანობას პროგრამაში, დაგილაგებთ საბუღალტრო დოკუმენტაციას და მოგიწესრიგებთ პრობლემებს.

მის: პეკინის ქ. #28, მე-6 სართ
ტელ: 2378111; 593618212; 551196110;
e-mail: ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
http://www.vipintellect.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru