www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქსელის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების განყოფილებაში, ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
** ორგანიზაციის ქსელური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
** ქსელის წარმადობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
** ქსელური მოწყობილობების, როგორც აპარატურული, ასევე პროგრამული, ტესტირება;
** კომპანიის ქსელური ინფრასტრუქტურის განვითარება / მხარდაჭერა;
** მარშრუტიზატორების, კომუტატორების კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება;
** ორგანიზაციის ფილიალების ქსელის პროექტირება და შემდგომ მისი დანერგვის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა;
** სერვისების მომწოდებლებთან კოორდინაცია და მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი;
** ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მისი მართვა;
** ქსელის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფა;
** შესაბამისი რეპორტის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება: უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქსელის აგების პრინციპების და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების საფუძვლიანი ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** Switching, Routing პროტოკოლების, VPN, GRE, HSRP, BGP ტექნოლოგიების ცოდნა;
** სასურველია: CCNA (Cisco Certified Network Associate) სერტიფიკატი.

სხვა მოთხოვნები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
ანაზღაურება: 1,120 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 19.12.2018. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Network Administrator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru