www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სატრანსპორტო მომსახურებაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
თანდართული ფაილი: lomisi-routs.zip
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 20 დეკემბერი

ს.ს. "ლომისი"/"ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს ნომრით #EF-GE/420; დანიშნულება: სატრანსპორტო მომსახურება

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** მიმართულებები

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ტენდერის პირობები:

** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
** გადახდის პირობები: სერვისის მიღებიდან 90 დღე;
** სერვისი გაწეული უნდა იქნეს ეტაპობრივად 2019 წლის განმავლობაში, სს ლომისის მოთხოვნის საფუძველზე.
** სატრანსპორტო კომპანიამ მანქანების დაყენება უნდა შეძლოს შეკვეთის მიღებიდან 2-3 დღის ვადაში.

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება: 05.12.2018 16:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 20.12.2018 18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ზურა ჯაფარიძე
ლოჯისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru