www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 19 დეკემბერი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში, 1C ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. სისტემური ხარვეზების აღმოჩენა და ტექნიკური ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება;
** კონფიგურაციის ტესტირება;
** სისტემის დონეზე რეპორტების აწყობა (ფილტრების და შერჩევების დაყენება);
** მომხმარებლების მართვა;
** ინსტრუქციების შექმნა;
** ახალი ფუნქციონალური მოდულის შექმნაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია 1C 8.3 (ERP 2) პლატფორმაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** არასტანდარტულ კონფიგურაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 19.12.2018. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "1C Administrator".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru