www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰიდროგეოლოგი
მომწოდებელი: IDS Borjomi
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 დეკემბერი

შპს "აი დი ეს ბორჯომი საქართველო, აი დი ეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი" აცხადებს ჰიდროგეოლოგის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კომპანიის სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (ერთი საათი შესვენება);
საგამოცდო ვადა: 3 თვე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ვადა შესაძლოა გაგრძელდეს მაქსიმუმ 6 თვემდე;
ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, მობილური ტელეფონის ლიმიტი, სხვა სტანდარტული პრემიები.

აუცილებელი მოთხოვნები:

** დასრულებული ბაკალავრიატი - გეოლოგიური ან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი (აპლიკანტს გავლილი უნდა ჰქონდეს ზოგადი გეოლოგიის კურსი), შესაბამისი მიმართულების მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** შეეძლოს გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ანგარიშის წაკითხვა და დამოუკიდებლად სტატიისა და რეფერატის მომზადება;
** სრულყოფილად ფლობდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს;
** მომხმარებლის დონეზე ფლობდეს MS Office სტანდარტულ კომპიუტერულ პროგრამებს;
** საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ მივლინებებისთვის მზაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მინერალური და წყაროს წყლის საბადოების რეჟიმული მონიტორინგის მასალების დამუშავება და ანალიზი.
** მონაწილეობა კომპანიაში არსებული ლიცენზიების წლიური საინფორმაციო ანგარიშების მომზადებაში.
** მონაწილეობა მინერალური და წყაროს წყლის საბადოების საექსპლუატაციო მარაგების გადათვლის მარაგების ანგარიშის შედგენასა და გაფორმებაში.
** მონაწილეობა დეპარტამენტში მიმდინარე პროექტების (სანიტარული დაცვის ზონების შედგენა და დამტკიცება და სხვა მიმდინარე სამუშაოებში).

რეზიუმე შეგიძლიათ გამოგზავნით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@borjomi.com 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "Hydrogeologist".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.

გისურვებთ წარმატებებს.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru