www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი გამოძახებით - ახმეტა
მომწოდებელი: USAID ZRDA Activity
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 13 დეკემბერი

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "ZRDA" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეყწობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ჩვენ ვეძებთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს: მძღოლი გამოძახებით თანამდებობისათვის ახმეტის ოფისისთვის. მძღოლი პასუხისმგებელი იქნება ორხიდიანი დაზღვეული ავტომანქანით თანამშრომლებისა და ქონების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე.

მოთხოვნები:

** ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და მოქმედი მართვის მოწმობა;
** აუცილებელი პირობაა ორხიდიანი ავტომანქანის ფლობა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დაზღვევა და კარგ მდგომარეობაში იმყოფება;
** აუცილებელი პირობაა რომ კანდიდატი ცხოვრობდეს ქ. ახმეტაში.
** ავტომანქანის მართვის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია ქართული ენის და ელემენტარული ინგლისურის ცოდნა;

ინსტრუქციები განაცხადის შევსებისათვის:

დაინტერესებისა და სათანადო კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში, გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და აესევე თქვენი ავტომობილის ფოტო შემდეგ ელფოსტის მისამართზე: Hr@zrda.ge. აუცილებლად მიუთითეთ თქვენი ელ.ფოსტის წერილის სათაურში (Subject Line): პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (Driver).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 13 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ წინასწარ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ ორხიდიანი ავტომანქანა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru