www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ალიანს ჯგუფი ფროფერთი
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 დეკემბერი

შპს "ალიანს ჯგუფი ფროფერთი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

"ალიანს ჯგუფი ფროფერთი" (http://www.agp.ge) არის "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია. იგი დაარსდა 2011 წელს, მომხმარებლისათვის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ პროფესიონალური სერვისისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით. "ალიანს ჯგუფი ფროფერთის" მისიაა მოიზიდოს ინვესტიციები და გახდეს მომხმარებლებისთვის სანდო პარტნიორი ბიზნესში.

ვაკანსიის რაოდენობა: ერთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას ქ 47/57
სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დასაქმების თარიღი: იანვარი, 2019 წელი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, საინჟინრო სფეროში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მოძრავი და უძრავი ქონების სერთიფიცირებული შემფასებლის სერთიფიკატი;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, Power Point, outlook) ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მოძრავი და უძრავი ქონების შემფასებლების ჯგუფის მართვა;
** პროექტების დაყოფა;
** პროექტების დაგეგმვა და განვითარება;
** გარე შემფასებლებთან კომუნიკაცია;
** მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით და მისი საბაზრო ფასის დადგენა;
** შეფასების შედეგების ანგარიშების მომზადება და ანალიზი;
** მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების გამოყენებით;
** უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** კომპანიის სტრატეგიის და საჭიროების შესაბამისად, შეფასების კრიტერიუმის ფორმირება და განახლება;
** შეფასების აღრიცხვა და შესაბამის ელექტრონულ რეესტრში ასახვა.

პიროვნული თვისებები და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** საქმიანი კომუნიკაციის და კორესპონდენციის წარმოების უნარი;
** მაღალი სამუშაო დისციპლინა, განსაზღვრულ პერიოდში დაკისრებული სამუშაოს შესრულება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგსა და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტაცია;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
** ინიციატორი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** უნარი, სტრესულ და ცვლად გარემოში მუშაობის უნარი,

აპლიკაციის გამოგზავნა:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@agh.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლების ჯგუფის უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 დეკემბერი, 2018 წელი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru