www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო რისკების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტში საოპერაციო რისკების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საზედამხედველო სუბიექტების საინფორმაციო სისტემების შეფასება, საოპერაციო რისკების ანალიზი, მათ შორის კიბერ-რისკების ანალიზი/შეფასება და შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებების მომზადება და გატარება;
** სხვადასხვა საინფორმაციო სისტემების ტექნიკური ამოცანების განხილვა და მათ დანერგვასა და ტესტირებაში მონაწილეობა;
** საზედამხედველო სუბიექტების ადგილზე ინსპექტირების დაგეგმვა და შემოწმება, შემოწმების ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა/ანალიზი საოპერაციო რისკებისა და Fintech რეგულაციის მიმართულებით; საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ დონეზე მოცემული პრაქტიკის დანერგვა/გაზიარება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერების, ეკონომიკის, ფინანსების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
** სასურველია საინფორმაციო სისტემების დანერგვაში გამოცდილების ქონა;
** სასურველია საოპერაციო რისკების შეფასებაში გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** მიზანდასახულობა
** თვითგანვითარების სურვილი
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 21 დეკემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება - საოპერაციო რისკების სპეციალისტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru