www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

კლინიკური ლაბორატორია "ვისტამედის" დიდი დიღმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტებისთვის სისხლის აღება, როგორც კლინიკაში, ასევე გამოძახებაზე მისვლით
** კლინიკაში არსებული სტანდარტული პროცედურების დაცვა
** საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება, დამუშავება და ტრანსპორტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ექთნის ან ექთნის თანაშემწის კვალიფიკაცია
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელ. მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ექთანი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru