www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტში იურისტის პოზიციაზე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ამოცანაა: საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვა, ფასიანი ქაღალდებით საჯარო ვაჭრობის ღიაობის უზრუნველყოფა, ვაჭრობის სამართლიანი წესებისა და თავისუფალი კონკურენციის დამკვიდრება.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო/საზედამხედველო ჩარჩოზე მუშაობა;
** ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კორპორაციული მართვის ჩარჩოს დახვეწაზე მუშაობა;
** ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გადახდისუუნარობის მარეგულირებელ ჩარჩოზე მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართლის სფეროში;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება საფინანსო სექტორში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი,
** მიზანდასახულობა,
** თვითგანვითარების სურვილი,
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი,
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და განათლების შესაბამისად.

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ 2018 წლის 21 დეკემბრამდე CV გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancies@nbg.gov.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - იურისტი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru