www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპტიკური ქსელის ინჟინერი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 21 დეკემბერი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ოპტიკური ქსელის ინჟინრის ვაკანსიას ქ.თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

** Crm-პროგრამაში შემოსული დავალებების შესრულებისთვის ტექნიკური მასალის მომზადება (ნახაზების ამოღება, პროექტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია, შესაბამისი სპეც. ტექნიკის მოთხოვნა და სხვა), დაზიანებული მონაკვეთის ნახაზის შედგენა;
** საჭიროების შემთხვევაში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე შემოწმება პრობლემის რისკების შემცირების მიზნით;
** მასშტაბური რეაბილიტაციის/დაზიანების დროს ადგილზე მისვლა, პროცესში ჩართული პერსონალის კოორდინაცია და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია.
** საველე სამუშაოებზე გასული სპეციალისტების დისტანციური დახმარება/კოორდინაცია (ნაზაების გადამოწმება და სხვა);
** სამუშაო დღის განმავლობაში ფართო მასშტაბიანი დაზიანებებისა და ავარიების დროს(არასამუშაო საათების ჩათვლით) დროული ზომების მიღება, შესაბამისი სამსახურების და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ოპტიკური ქსელის განვითარება/ექსპლუატაციასთან დაკავშირებით კვალიფიციური ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული პროექტების ნახაზებში დაფიქსირებული ცვლილების crm-ში ასახვა;
** შემოსული დაზიანებების განაცხადების რეპორტის მომზადება(დღის/კვირის/თვის ჭრილში);
** თანამშრომლების და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ პირობებში სამუშაოების წარმოებისგან თავის შეკავება/ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირების ვალდებულება;
** ობიექტზე გასვლისას, ნებისმიერი დაზიანებისას, გარეშე პირის ან ორგანიზაციის მიერ კონტრაქტორი კომპანიის სატელეფონო კომუნიკაციის დაზიანების ან ქურდობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირების ვალდებულება;
** გარეშე პირების ან ორგანიზაციების მიერ კონტრაქტორი კომპანიის კუთვნილი კომუნიკაციების სიახლოვეს წარმოებული სამუშაოების აღმოჩენისას, სამუშაოების მწარმოებლის გაფრთხილების ვალდებულება, კომპანიის კუთვნილი კომუნიკაციების ადგილმდებარეობის შესახებ, ქსელის სახაზო ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში, სამუშაოების შეჩერება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და აქტის შედგენა პირებზე/ორგანიზაციებზე, ვის გამოც ზიანი მიადგა კომპანიას.
** ქვეგანყოფილების პერსონალის მიერ მათზე რიცხული სამუშაო ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ხელმძღვანელობის ინფორმირების ვალდებულება;
** გაუფრთხილებლობით ინსტრუმენტების დაზიანების/დაკარგვის შემთხვევაში კომპანიის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ ინჟინრის სამსახურეობრივი კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, არასამუშაო საათებში, კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
** სახელმძღვანელო დოკუმენტაციის გაცნობა და მასში ასახული ინსტრუქციების და ნორმების დაცვის ვალდებულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კავშირგაბმულობის მიმართულებით/ინჟინრის კვალიფიკაცია);
** მსგავს პოზიციაზე ან/ და კავშირგაბმულობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება;
** სატელეფონო ქსელის სახაზო მეურნეობის აგების პრინციპების, სახაზო ნაგებობების კონსტრუქციების და ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმების ცოდნა;
** ოპტიკური კაბელის ჩადების/მონტაჟის/შეერთების ცოდნა.
** დამაბოლოებელი მოწყობილობების/ქსელის მოწყობილობების ცოდნა;
** ნახაზების შედგენის/წაკითხვის გამოცდილება;
** ქსელის მოწყობის გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა;
** ა/მანქანის მართვის მოწმობა და გამოცდილება;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სპეც. პროგრამების ცოდნა (CRM, GIS,VISIO, AUTOCAD);
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელობა;
** ორგანიზებულობა/პასუხისმგებლობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru