www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: YOYOSO
გამოქვეყნდა: 5 დეკემბერი / განცხადების ვადა: 4 იანვარი

"YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"YOYOSO" - კორეული ბრენდია, რომელიც 2014 წელს დაარსდა და ამჟამად ათასზე მეტი სავაჭრო ობიექტით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე, სულ მალე კი საქართველოშიც შემოგვთავაზებს ფილიალს.

"YOYOSO" ქართველ მოხმარებელს 2000 მდე დასახელების პროდუქციას შესთავაზებს, რომელიც ძირითადად სავაჭრო პროდუქციის რვა კატეგორიას დაეფუძნება, რაც მოიცავს: კოსმეტიკას, სახლისა თუ ელექტრო მოწყობილობების აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს, ყოველდღიურ მოდურ აქსესუარებსა და სეზონურ საჩუქრებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში სექციების კონტროლი;
** პროდუქციის თაროებზე გადანაწილება და კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** კლიენტზე ორიენტირებულობა;
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა;
** თავაზიანობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით და რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან, ელ-მისამართზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"YOYOSO" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru