www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: SellTech
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

საერთაშორისო კომპანია "სელტექი" ათ წელზე მეტია წარმატებულად მოღვაწეობს ტელემარკეტინგის დარგში. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა, იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის ფინანსური კონსალტინგი და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე თბილისის ოფისისთვის.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება,
** პროგრამული უზრუნველყოფა;
** კომპანიის ბიზნეს პროცესების ცოდნა და ახალი ბიზნეს ამოცანების დანერგვაში  მონაწილეობა;   
** პროგრამის  მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და დავალებების განსაზღვრა;
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე რეპორტების მომზადება და აწყობა როგორც 1C, ასევე MS SQL.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ინფორმაციული ტექნოლოგიები)
** Microsoft SQL ბაზაში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** საოფისე  პროგრამების  სრულყოფილად ცოდნა (ძირითადად Excel  და Access)
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: selltechhr@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru