www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ანგარიშის შემდგენელი
მომწოდებელი: მრავალეროვანი საქართველო
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" ფარგლებში აცხადებს კონკურს პროექტის ანგარიშის შემდგენელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

პროექტის ანგარიშის შემდგენელი სპეციალისტი ვალდებული იქნება პროექტის ფარგლებში, პროგრამის მენეჯერებთან აქტიური მუშაობის საფუძველზე, შექმნას პროექტების შუალედური და საბოლოო ანგარიშები, საჭიროების და მიხედვით, ქართულ და ინგლისურ ენებზე შესაბამისი დონორების მოთხოვნაზე დაყრდნობით.

მოწვეულმა სპეციალისტმა უნდა გასწიოს შესაბამისი შრომა ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა, 8 საათიან სამუშაო რეჟიმში.

გამოცდილება: პროექტების ანგარიშების შედგენის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;

მოთხოვნები:

** სამოქალაქო საზოგადოებრივი, განსაკუთრებით კი უფლებადამცველი ორგანიზაციების ფუნქციონალური მანდატის სიღრმისეული ცონდა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და საჯარო უწყებების საგრანტო პრიორიტეტების ცოდნა და მათთან ურთიერთობის გამოცდილება;
** დონორ ორგანიზაციათა პრიორიტეტებისა და დაფინანსების მექანიზმების მატრიცის შედგენის გამოცდილება;
** საგრანტო წინადადებების შედგენის ტექნიკისა და მეთოდიკის სრულფასოვნად ფლობა;
** საპროექტო ანგარიშების მომზადების ტექნიკისა და მეთოდიკის სრულფასოვნად ფლობა;
** საპროექტო, სტრატეგიული და ტაქტიკური ხასიათის ხედვებისა და წინადადებების წერილობითი გაფორმების ინსტრუმენტების ცოდნა (MS Project, MS Word, Excel, PowerPoint და ა.შ.);
** სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

უნარები:

** მრავალამოცანიან სამუშაო რეჟიმში მუშაობის სურვილი და უნარი;
** სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის უნარი;
** ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
** პრეზენტაციებისა და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითობა;
** პროცესსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ანაზღურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: pmmg@pmmg.org.ge, arnostep@yahoo.com ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2 14 20 29, 2 18 04 81, 2 96 21 25. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის სახელწოდება (პროექტის ანგარიშის შემდგენელი).

აუცილებელია, რეზიუმეში მიუთითოთ ორი რეკომენდატორის მონაცემები (სახელი, გვარი, ორგანიზაცია, თანამდებობა, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ.მისამართი), რომელთანაც გიმუშავიათ მინიმუმ ორი წელი (სასურველია უშუალო უფროსი).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 იანვარი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru