www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს სტაჟირებას ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება;
** ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** ხარჯებისა და შემოსავლების დოკუმენტაციის დახარისხება/დაარქივება და ელექტრონული ბაზის წარმოება;
** სისტემატურად გატარებული ბუღალტრული დოკუმენტების მოძიება და ასლების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ბაზისურ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია საბუღალტრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (Oris);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სტაჟირება ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებაში".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru