www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება იურისტებისთვის
მომწოდებელი: სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციის ადვოკატი
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სპეციალიზაციის ადვოკატი - აცხადებს სტაჟირებას იურისტებისთვის ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტთათვის.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებაში დახმარების გაწევა.
** კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში საკანონმდებლო ბაზის ანალიზი, სასამართლო გადაწყვეტილებების მოძიება;
** საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
** მუშაობის პროცესში იურისტების ასისტირება, კერძოდ, საჭირო კანონმდებლობის, დოკუმენტაციის და სხვა მასალების მოძიება, შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება კომპეტენციის ფარგლებში და სხვა.
** დოკუმენტების მოძიება სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
** ადვოკატთან ერთად პირველი ინსტანციით სასამართლო პროცესებზე გამოსვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** იურისტად მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების, დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** გამართული მეტყველების, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.
** უპირატესობა მიენიჭება მოტივირებულ კანდიდატებს.

დამატებითი ინფორმაცია: სტაჟირების დასრულების შემდეგ კანდიდატს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი და გავლილი სტაჟირება ჩაეთვლება ადვოკატთა ასოციაციის წევრობის მოსაპოვებლად კანონმდებლობით დადგენილ სტაჟირებაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე -CV (ფოტოსურათთან ერთად) ელ.-ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: adv.dimitri@outlook.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru