www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: ტერასა ავლაბარი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სასტუმრო "ტერასა ავლაბარი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურის სტუდენტი მარკეტინგის, ბიზნესის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** მარკეტინგული და PR ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სოციალური ქსელების მართვა;
** მედიასთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და რეკლამის განთავსება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: georgia@aim-tour.com და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების წარმომადგენელი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru