www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შექმნა, მომზადება და დაარქივება.
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი.
** ძირითადი საშუალებების და მასალების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
** რეპორტების გაგზავნა.
** მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსები ან ბუღალტერია);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Excel) ცოდნა მაღალ დონეზე;
** რუსული ან ინგლისური ენის ფლობა (ჩაითვლება უპირატესობად);
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** 1С-ში სამუშაო გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 11:00-დან 20:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru