www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დეველოპერი
მომწოდებელი: თიბისი ლიზინგი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

სს "თიბისი ლიზინგი" უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს "თიბისი ბანკის" მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:30 - 18:30)

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შემუშვებაში მონაწილეობის მიღება
** ტექნიკური დავალების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის იმპლიმენტაცია
** Unit Test-ების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
** პროგრამისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Java პროგრამირების ენის საფუძვლიანი ცოდნა
** პრაქტიკული ცოდნა - Spring, ORM (Hibernate), REST Web Services
** SQL/NOSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური და პროფესიული ტერმინოლოგიის დონეზე
** დამატებით უპირატესობად ჩაითვლება "frontend framework"-ის ცოდნა (Angular)

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ამოცანის სწორად/გასაგებად გადმოცემის უნარი (ვერბალურად და წერილობით)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge და გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru