www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აემბი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

ქაღალდის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "აემბი" (http://www.aembi.com) საფირმო მაღაზიისთვის აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას.

ჩვენი კომპანია მეგობრული და ნიჭიერი ადამიანებისგან შედგება. ერთობა და საქმის სიყვარული აქამდე გადადგმული წარმატებული ნაბიჯების საფუძველია. გვჯერა, რომ მხოლოდ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი ამ გზის გაგრძელება და ამიტომ ჩვენი პირველი საფირო მაღაზიის კარი სწორედ მეგობრული და შრომისმოყვარე ადამიანებისთვის არის ღია.

მოლარე-კონსულტანტები, რომლებიც ერთმანეთს შეენაცვლებიან შეიძლება იყოს სტუდენტი, კურსდამთავრებული ან ნებისმიერი ასაკის ადამიანი. სასურველია ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება, რომ სრაფად შეისწავლოს სალარო პროგრამა და შეძლოს მომხმარებელთა თავისუფლად მომსახურება, თუნდაც ხალხმრავლობის პერიოდში. ასევე შეძლოს იურიდიული პირებისთვის ელექტრონული საბუთის გამოწერა.

ის შეისწავლის პროდუქციას და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას. პერიოდულად ჩაატარებენ აღწერას და იზრუნებენ პროდუქციის განლაგებაზე. სასურველია საუბრობდეს ინგლისურ ენაზე. (საშუალოდ)

თუ დაინტერესდი გამოგვიგზავნე წერილი, მოგვიყევი საკუთარ თავზე, გამოცდილებაზე, ინტერესებზე. გამოგვიგზავნე რამოდენიმე ფოტოსურათი, რადგან ხანდახან ფოტო შეიძლება ბევრ სიტყვაზე მეტის მთქმელი იყოს.

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე letters@aembi.com

რჩევა: იყავი ნაკლებად ოფიციალური, ჩვენ ვაფასებთ გულწრფელობას.

მაღაზია მდებარეობს თბილისში, თაქთაქიშვილის 4.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 28 საათი (საათები შეთანხმებით)



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru