www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰერა XXI
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "ჰერა XXI" აცხადებს ვაკანსიას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი (პრიორიტეტი მიეცემა სამაგისტრო დონეს);
** მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 5 წლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, პოლიტიკის,მათ შორის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ან, სოციალურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; პროგრამების მართვა და განხორციელება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word/Exel/PowerPoint, ელექტრონული ფოსტის სარგებლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაო დროის ეფექტური განაწილების უნარი;
** ანალიტიკური ანგარიშების (რაპორტების) მომზადება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი);
** პრეზენტაბელურობა, ინფორმაციის გამართულად გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა.

შერჩევის კრიტერიუმი:

** სექსუალური რეპროდუქციული ჯანმრთელობის განვითარების, მენეჯმენტის სფეროში ინტენსიური გამოცდილება;
** რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში პროგრამების და მომსახურების მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტიზა, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის, სოფლის მოსახლეობისთვის და მაღალმთიანი საზოგადოებისთვის ჯანდაცვის მომსახურების კონკრეტული გამოწვევები;
** გლობალური პოლიტიკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პირველადი ჯანდაცვის დონის ცოდნა;
** რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროსთვის აღიარებული პრინციპების ცოდნა როგორიცაა: ადამიანის უფლებები; გენდერული თანასწორობა და სენსიტიურობა; ზრუნვის ხარისხი და სხვა;
** რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში ეფექტური ადვოკატირების და საკომუნიკაციო სტრატეგიის მართვა;
** კარგი ანალიტიკური აზროვნება, ანგარიშის წერა, ტრენინგი და კომუნიკაციის უნარი.
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (სიტყვიერი და წერილობითი)

მითითება:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ:

** სამოტივაციო წერილი,
** კურიკულუმ Vitae (CV)
** ორი რეკომენდატორის რეკვიზიტები(გვარი/ სახელი;სამუშაო ადგილი; ტელეფონის ნომერი/ელ.ფოსტა)

განაცხადი გამოგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@heraxxi.ge

ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 იანვარი 2019.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru