www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000 -ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში, 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პრობლემური აქტივების მონიტორინგი და მართვა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური მართვა და კონტროლი;
** ვადაგადაცილების მქონე მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან ადგილმდებარეობის მიხედვით;
** პრობლემურ მსესხებლებთან და /გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** პრობლემურ სესხების რესტრუქტურიზაციის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული/დოკუმენტაციური საქმიანობის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, მათემატიკური ან ეკონომიკური განათლება);
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და გამოცდილება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru