www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე მოლარე-კონსულტანტი, სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და  გუნდურ მუშაობას.

კომპანია "ჭი-ტას" ესაჭიროება:

1. დამხმარე მოლარე-კონსულტანტი გოგო/ბიჭი

სამუშაო ადგილი: თბილისი.

მოვალეობები:

** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა,  მომხმარებლებისთვის სასურველ პროდუქციაზე  კონსულტაციის გაწევა.
** პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** პროდუქციის  ზედმიწევნით ცოდნა.
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. 
სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

2. სოციალური მედიის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდის განვითარებაზე და გამყარებაზე ზრუნვა
** ფბ-ის  და საიტის ადმინისტრირება
** ახალი ობიექტების გახსნისათვის სარეკლამო საკითხების სრული ციკლის ორგანიზება/შესრულება.
** სოციალურ მედიაში კომპანიის იმიჯის მუდმივი კონტროლი და ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
** ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების და ზრდის პერსპექტივების შესწავლა;
** ფოტოების გადაღება, ვიდეო  მასალის დამუშავება, დაჭრა.    
** კონკურენტული გარემოს შესწავლა, კვლევების წარმოება, ანალიზი;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი სარეკლამო აქციების და მასტიმულირებელი პროგრამების განხორციელება, სარეკლამო ღონისძიებების საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** მომსახურების ფორმების დახვეწა და სიახლის დანერგვა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარეკლამო, მედია და კვლევით სააგენტოებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@chita.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru