www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: Caucasus Credit
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის (პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მოვალეობები:

** იურიდიული კონსულტაციების გაწევა პრობლემურ სესხებთან მიმართებაში;
** დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან უშუალო ურთიერთობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** პორტფელის მუდმივი მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის განხრით);
** სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის სრულყოფილი ცოდნა;
** საფინანსო ინსტიტუტში იურისტად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** sasurvelia რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა;
** ორგანიზაციის მიზნებზე ორიენტაცია.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: hr@caucasuscredit.ge და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru