www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზატორი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ემ ბი სი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზატორის პოზიციაზე, თბილისში, კომპანიის სათაო ოფისში.

სს "მიკრო ბიზნეს კაპიტალი" 2013 წლიდან ოპერირებს საფინანსო ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფინანსურ მომსახურებაზე წვდომის არმქონე ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში, მათზე მორგებული და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით. დღესდღეობით კომპანია ემსახურება 11 000-ზე მეტ მომხმარებელს და წარმოდგენილია ქვეყნის ოთხ ქალაქში, 11 ფილიალის სახით.

კომპანია "ემ ბი სი" ყველაზე მნიშვნელოვან რესურსად აღიარებს ადამიანურ კაპიტალს და უზრუნველყოფს მათ მზარდი ანაზღაურებით, პრემიის გამომუშავების შესაძლებლობით, კარიერული ზრდის პერსპექტივით, ჯანმრთელობის დაზღვევით,  შრომის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და სხვა ბენეფიტებით.

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი/მოძრავი ქონების ბაზრის რეგულარული ანალიზი, პოტენციური კლიენტების მოძიება;
** უძრავი/მოძრავი ქონების ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
** ავტომობილების კარგი ცოდნა;
** მართვის მოწმობის ფლობა;
** უძრავი/მოძრავი ქონების  შეფასება და შესაბამისად საბაზრო ღირებულების გაანგარიშება;
** ანგარიშგების და რაპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია ავტომობილების რეალიზაციის ცოდნა/გამოცდილება);
** ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი; 
** რუსული ენის ცოდნა;
** კომუნიკაბელობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ან LinkedIn-ის URL ბმული, შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge

განაცხადის შემოტანის დედლაინია 2019 წლის 25 იანვრის 17:00 საათი. კანდიდატებს დავუკავშირდებით დედლაინის დასრულებამდეც, შესაბამისად, უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru