www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ღვინის მაღაზია
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

ღვინის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** პრობლემატურ მომხმარებელთან საკითხების მოგვარება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი მაღაზიაში;
** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.

ადგილმდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის ქუჩა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@tcgroup.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების მითითებით. ასევე, აუცილებელია თქვენი ფოტოსურათი და სასურველი ხელფასის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru