www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Ads პროდუქტის გაყიდვების დირექტორი
მომწოდებელი: WiFisher.com
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

"WiFisher"-ი ბაზარზე წარმოდგენილია სამი პროდუქტით: "Marketing Pro", "Ads", "Analytics". "WiFisher Ads" სარეკლამო პლატფორმაა, რომელიც ეხმარება რეკლამის დამკვეთს, განათავსოს ტარგეტირებული WiFi რეკლამა ისეთ ობიექტებში, როგორებიცაა: მოლი, აეროპორტი და ბევრი სხვა ობიექტი. "WiFisher"-ის ანალიტიკა დამკვეთს აძლევს საშუალებას, მიიღოს დეტალური დემოგრაფიული სტატისტიკა იმაზე, თუ ვინ ნახა მისი რეკლამა და მოხდა თუ არა სასურველი კონვერსია.

ვეძებთ "Ads" პროდუქტის გაყიდვების დირექტორს EMEA რეგიონისთვის (საქართველოს გარდა), რომლის მთავარი მოვალეობაა ლოკალური პარტნიორების მხარდაჭერა მსხვილი რეკლამის განმთავსებლებთან ურთიერთობაში.

ორიოდე სიტყვა ჩვენს კომპანიაზე:

** გუნდის 16 წევრი
** ვფარავთ 8 ქვეყანას
** ვემსახურებით 300-ზე მეტ კომპანიას
** გავხდით "Nvidia Inception"-ის წევრები
** მივიღეთ "Ruckus"-ის გლობალური ტექნოლოგიური პარტნიორის სტატუსი.

ჩვენთან მუშაობის სარგებელი:

** კონკურენტული ხელფასი და მაღალი ბონუსები
** კვება (ხარჯს ანაზღაურებს კომპანიია).

"Ads" გაყიდვების დირექტორის მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შექმნა
** პროდუქტის საფასო პოლიტიკის ფორმირება
** მსხვილი რეკლამის დამკვეთებთან ურთიერთობა სხვა ქვეყნებში
** ლოკალურ პარტნიორებთან ურთიერთობის ფრეიმვორკის ჩამოყალიბება
** ლოკალური პარტნიორების ტრეინინგი გაყიდვებსა და პროდუქტის ფუნქციებში
** ლოკალური პარტნიორების მხარდაჭერა ბიზნესგეგმისა და სტრატეგიის შემუშავებაში
** მსხვილი კლიენტების პორტფოლიოსთვის ექაუნთ მენეჯერების შერჩევა
** ექაუნთ მენეჯერების მართვა
** გაყიდვების ფორკასტინგი და გაყიდვების გეგმის შემუშავება.

მოთხოვნები:

** გაყიდვების გამოცდილება B2B სექტორში
** გუნდის მართვის გამოცდილება
** მსხვილ კომპანიებზე გაყიდვების გამოცდილება
** ტექნოლოგიურ სფეროსთან ურთიერთობის გამოცდილება
** მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** შედეგზე ორიენტირების უნარი
** საპრეზენტაციო პროგრამების სრულყოფილი ფლობა
** მათემატიკის კარგი ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტა: TopTalent@wifisher.com 2019 წლის 25 იანვრის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, ჩაწეროთ: "WiFisher | Director Ads Sales (EMEA)".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru