www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 27 დეკემბერი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

"Holiday Inn Tbilisi" არის "InterContinental Hotels Group"-ის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მსოფლიოში ოთახების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი სასტუმროთა ჯგუფია. Holiday Inn Tbilisi აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მზარეული
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი
მოახსენებს: სასტუმროს შეფ-მზარეულს/ შეფ დე პარტიეს/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერს

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე;
** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** დაემორჩილოს სტანდარტებს და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტებს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** მოათავსოს პროდუქცია შესაბამის ადგილზე;
** დაიცვას დანების, ბურღის და სხვა ინსტრუმენტების მოხმარების პროცედურა;
** რეგულარულად განაახლოს სამუშაო გრაფიკის ცხრილები;
** უზრუნველყოს მომსახურე პერსონალსა და სამზარეულოს თანამშრომელთა შორის ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარება;
** გააკონტროლოს შემოსული შეკვეთების სწორი გადანაწილება მზარეულებს შორის და კომუნიკაცია სამზარეულო დეპარტამენტსა და მომსახურე პერსონალს შორის;
** შეამოწმოს და გააკონტროლოს თითოეული კერძის ხარისხი, რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და სწორი ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2019 წლის 27 იანვრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@adjaragroup.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru