www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ბუღალტერიის სამსახურში
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიის სამსახურში 3 თვის ვადით ანაზღაურების გარეშე, შემდგომში დასაქმების პერსპექტვით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 5
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; სტუდენტისათვის სწავლაზე მორგებული გრაფიკი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სავალდებულოა Excel-ის კარგად ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ბუღალტრის ასისტირება;
** სახელფასო უწყისის მომზადების პროცესში ჩართულობა;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

პიროვნული თვისებები:

** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური ზროვნება;
** პასუხისმგებლობა და პუნქუალურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 3 თებერვალი, 2018 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru