www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურში
მომწოდებელი: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს 3 თვიან ანაზღაურების გარეშე სტაჟირებას ფინანსური რეპორტინგის და ანალიზის სამსახურში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას 5
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 11:00- 17:00

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური რეპორტინგისთვისთვის საჭირო ბაზების შემოწმება;
** ბუღალტრული და ფინანსური მონაცემების კონტროლი;
** აქტიური კოორდინაცია ფინანსური და ბუღალტრული სამსახურის თანამშრომლებთან;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით/ მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია ფინანსური აღრიცხვის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ს კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარები

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დროის მართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთავაზობთ წამყვანი სამედიცინო დაწესებულების ფინანსურ დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, პროფესიულ ზრდას და მიღწეული შედეგების შესაბამისად რეკომენდაციის გაცემას.

"თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში" კანდიდატის მიერ წარდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია შესარჩევი სიის მომზადება და შემდგომ დასაქმებისთვის განხილვა. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ მითითებული მიზნისთვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 3 თებერვალი, 2018 წელი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru