www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: გურმანია
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

შპს "გურმანია" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ფლობდეს საკუთარ ავტომობილს ან სკუტერს
** გააჩნდეს შესაბამისი მართვის მოწმობა ან/და მართვის უნარები
** იყოს კომუნიკაბელური
** იცნობდეს ქალაქის ქუჩებს და შეეძლოს სწრაფი მარშუტის დაგეგმვა განხორციელება

სამუშაოს აღწერილობა და შრომის ანაზღაურება:

** სამუშაო საათები: 10:30-20:00
** სამუშაო ადგილი: დიღომი, ბელიაშვილის 87, თუმცა შეიძლება შეიცვალოს.
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-კვირა (ცვლების შემთხვევაში დასვენების დღეები არის შესაძლებელი)
** მიტანის საშუალო ოდენობა: დღეში 5-7
** ყველაზე აქტიური პერიოდი: 12:00-15:00

შრომის ანაზღაურება:

პირველი ვარიანტი:

** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული 10 ლარი
** გამომუშავება: მიტანის ღირებულება, მთლიანად ეკუთვნის კურიერს
** კვება (ადგილზე ნაწარმოები პროდუქციით)

მეორე ვარიანტი:

** შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული 25 ლარი
** გამუშავება: მიტანის ღირებულება, მთლიანად ეკუთვნის კურიერს, მაგრამ სანამ არ მოხდება მინიმალური ფიქსირებული ხელფასის გამომუშავება მანამდე არ მოხდება გამომუშავების დარიცხვაც. ანუ თუ მაგალითად თქვენმა გამომუშავებამ შეადგინა 30 ლარი, თქვენ მიიღებთ 25+5 ლარს, ხოლო თუ თქვენმა გამომუშავებამ შეადგინა 20 ლარი თქვენ მიიღებთ 25 ლარს.

დაინტერესებულმა პირებმა, განცხადება გამოგზავნეთ ელ. ფოსტაზე: gurmania87@gmail.com. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითეთ სატრანსპორტო საშუალების დასახელება, ტელეფონის ნომერი და ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru