www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის და ივენთების მენეჯერი
მომწოდებელი: რივერსაიდი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

სასტუმრო "რივერ საიდი" წარმოადგენს მაღალი კლასის, ბუტიკურ სასტუმროს თბილისში, რომლის პირველ სართულზე, 2014 წლის ბოლოს პირველი "ტიფანი ბარი`, ხოლო 2017 წლის თებერვალში "ტერასა" გაიხსნა. 

"რივერ საიდი" ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი დაწესებულებაა და ბოლო  წლებში არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. მათ შორის Travelers` Choice Awards 2015, 2016 და 2017 ცნობილი ამერიკული კომპანია Tripadvior inc-სგან. აღსანიშნავია ასევე სასტუმროს მართვის პროგრესული და უაღრესად ეფექტიანი მეთოდები, რომლებსაც პრაქტიკაში ატარებენ სასტუმროს ინდუსტრიის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური თანამშრომლები.

ვაცხადებთ ვაკანსიას "Tiffany Bar & Terrace" მარკეტინგის და ივენთების მენეჯერის თანამდებობაზე.

მენეჯერი პასუხისმგებელია "ტიფანი ბარის და ტერასის" სერვის მენეჯერებთან ერთად მოიძიოს, დაგეგმოს და მაღალ დონზე ჩაატაროს ყველა სახით ივენთი შეხვედრა თუ ღონისძიება.  აღნიშნული მენეჯერი პასუხისმგებელია გაყიდვებზე და კომპანიის მაღალი დონის სერვისის ხარისხის დაცვაზე. 

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მინ. 23 წლიდან
** აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება;
** კრეატიული აზროვნება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, კომუნიკაბელური, თავაზიანი, ყურადღებიანი;  

თუ  აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: hr@riverside.ge 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru