www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

4 სეზონის კურორტი ქალაქში - "ჯინო ფერედაისი", მომხმარებელთათვის მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, აცხადებს საკადრო გადახალისებას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, შპს "ჯინო პარკი"
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპლექსის ტერიტორიაზე სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხარისხისა და მომხმარებლის მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** პერსონალის კოორდინირებული მართვა-ანგარიშგება, შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** კომპანიის მიერ დასახული გეგმის და სტრატეგიის ადმინისტრირება;
** მარაგების შეკვეთა და ხარჯვის აღრიცხვა-კონტროლი;
** მისი დეპარტამენტისთვის თანამშრომლების შერჩევა/მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასტუმროს, ჰორეკა ან /და გასტრო ობიექტებში;
** სერვის სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების სრულყოფილი ცოდნა: რუსული და ინგლისური
** გუნდური მუშაობა;
** მკაფიო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.

თუ თვლით, რომ თქვენ კანდიდატურა შეესაბამება მოთხოვნილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge 2018 წლის 28 თებერვლამდე. გთხოვთ, მიუთითოთ "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru