www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე, გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ნავნე
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის და მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებელთან ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სალარო ოპერაციების გამართულად და კომპანიის სტანდარტების შესაბამისად წარმოება;
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო ზონაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 21 წლიდან
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სალარო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru