www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი, თანამშრომელი - დელავერი, აშშ
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

კომპანია ხუთ წელზე მეტია, ოპერირებს ბაზარზე. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამანათების დამუშავება და ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე ლოკაციის მიმართულებით. ვაცხადებთ ვაკანსიებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის შტატში არსებული საწყობის რამდენიმე პოზიციაზე:

1. საწყობის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამანათების დამამუშავებელ საწყობში პროცესების მართვა
** ამანათების დამუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება
** პერსონალის მართვა/დაქირავება/გათავისუფლება
** პარტნიორებთან კომპანიებთან კომუნიკაცია
** კომპანიის წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნებში
** საწყობის მუშაობის ოპტიმიზაცია
** კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმებზე მუშაობა/განხორციელება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ამერიკის ვიზა (ტურისტული/ბიზნეს)/მწვანე ბარათი/მოქალაქეობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური  - მაღალი, რუსული - მაღალი)
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

2. საწყობის თანამშრომელი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ამანათების დამუშავება
** კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნებში 
** საფოსტო სერვისებთან კომუნიკაცია
** საწყობის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცესებში ჩართულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ამერიკის ვიზა (ტურისტული/ბიზნეს)/მწვანე ბარათი/მოქალაქეობა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ინგლისური  - მაღალი, რუსული - მაღალი)
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: joseph.kante@gmail.com და წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru