www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმტანი - თელავი
მომწოდებელი: Holiday Inn Telavi
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"Holiday Inn Telavi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

T3 Hospitality Management არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. T3 წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - "Hilton", "Intercontinental Hotels", "Wyndham", ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** იღებს შეკვეთებს და უზრუნველყოფს დროულ მომსახურებას
** აცნობს სტუმრებს ყოველდღიურ სპეციალურ შეთავაზებებს
** სტუმრებისთვის განმარტავს მენიუში არსებულ კერძებს, აღწერს ინგრედიენტებს და მომზადების მეთოდებს
** ამოწმებს სტუმრების კმაყოფილებას და იღებს ზომებს პრობლემის გადასაჭრელად
** სტუმრების საჩივარს ატყობინებს რესტორნის ხელმძღვანელს
** ამზადებს მაგიდებს, აწყობს ჭიქებს, თეფშებს და ა. შ.
** აცილებს სტუმრებს შესაბამის მაგიდამდე
** ამზადებს აგნარიშს (დეტალური/ჯამური)

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** განათლება F&B მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** ყურადღებიანი/პოზიტიური
** PMS სისტემის ცოდნა
** ქართული და ინგლისური ენები - სავალდებულო. დამატებით სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:  gm@hi-telavi.com  



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru