www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფუდსერვისი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო  ბრენდების - "Danone"-ის, "Sadias"-ს და ასევე საკუთარი ბრენდის - "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის #40
ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:   

** პროდუქციის მითვლა საწყობიდან ზედნადების მიხედვით;
** პროდუქციის დაუზიანებლად ტრანსპორტირება და სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის  მიწოდება ზედნადებით გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** ტრანსპორტირებისას პროდუქციის  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა;
** საგზურის წარმოება დღის მანძილზე გავლილი კილომეტრაჟის და გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მანქანის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით  3×4, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru