www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეული - თელავი
მომწოდებელი: Holiday Inn Telavi
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"Holiday Inn Telavi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

T3 Hospitality Management არის საერთაშორისო სასტუმროების მმართველი კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, ხოლო რეგიონალური ოფისები კი - საქართველოსა და ნიგერიაში. T3 წარმატებით ოპერირებს 22 სასტუმროს (3* - 5*) და თანამშრომლობს როგორც წამყვან საერთაშორისო სასტუმროების ქსელებთან - "Hilton", "Intercontinental Hotels", "Wyndham", ასევე მართავს საუკეთესო დამოუკიდებელ სასტუმროებს.

აღწერა:

პასუხისმგებლობა მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** შესაბამისი პროდუქციით მარაგის შექმნა და კონტროლი
** საწყობის მოწესრიგება/დასუფთავება და ზრუნვა ნარჩენ საკვებზე
** მთავარი მზარეულის მითითებების შესრულება და მისთვის ანგარიშის მომზადება
** კერძების მომზადება სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** საკვების მომზადება მაღალი ხარისხით და თანამედროვედ
** ინვენტარიზაციის წარმოება და ნებისმიერი ცვლილების დაფიქსირება
** მომზადების დროს რეცეპტის დაცვა
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომის შენარჩუნება თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** პროფესიული განათლება - სავალდებულო
** ქართული ენის ცოდნა- სავალდებულო. სხვა ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა და ერთგულება
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტუმრების კმაყოფილებაზე ორიენტირებული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:  gm@hi-telavi.com  



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru