www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას: "სასტუმროს საქმის მენეჯმენტი".

პროგრამის მიზანია მსმენელებს მისცეს სასტუმროს მართვისა და ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა და შესძინოს ამ მიმართულებით საჭირო უნარ-ჩვევები. პროგრამის მსველობისას განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სპეციფიკა ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით.
პროგრამის შესწავლის შედეგად მსმენელები შეძლებენ განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა უკეთ შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება, პრობლემების გადაჭრა და დასახული ამოცანების შესრულება.

პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისგან:

მოდული #1. ქართული ბრენდის სასტუმროს განვითარების პერსპექტივა (გამოწვევები, შესაძლებლობები)

მოდულის თემატიკა:

** სასტუმროს განვითარების ეტაპები;
** სასტუმროს ისტორია მსოფლიოში და საქართველოში;
** ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადი მიმონხილვა ქართული ბაზრის მაგალითზე;
** სასტუმროს ტიპები;
** საქართველოში არსებული სასტუმროების კლასიფიკაცია;
** ქართული სასტუმროების კონცეფცია;
** სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურა;
** სასტუმროს დეპარტამენტების სამუშაო აღწერილობა;
** ადამიანური რესურსები სასტუმრო ბიზნესში;
** სასტუმროს გუნდის შექმნა და მოტივაცია;
** სტუმრის ტიპები სასტუმროში;
** სასტუმროს დაგეგმარება, არქიტექტურა და დიზაინი;
** სასტუმროს ეფექტური მართვა;
** ქართული ბრენდული სასტუმროს წარმატების გასაღები;
** ფრანჩაიზი ქართულ რეალობაში;
** სასტუმროს მარკეტინგი და გაყიდვები ;
** ქართული სასტუმროს ბრენდის პოზიციონირება ბაზარზე.

ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი - სასტუმრო "ლაერტონი"-ს გენერალური დირექტორი და დამოუკიდებელი კონსულტანტი სასტუმროების ბრენდის კონცეფციის შექმნისა და წინა მოსამზადებელი სამუშაოს მიმართულებით.
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

მოდული #2. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

მოდულის მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

** შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
** განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
** სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
** სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
** სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
** ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
** სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ-ოფისი;
** დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
** ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
** სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
** პრობლემური სიტუაციები და მათი მოგვარება;
** სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
** სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

ტრენერი: დავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების და დასუფთავების დეპარტამენტების მენეჯერი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #3 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

ტრენერი: ოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია" (თბილისი)
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #4. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი

მოდულის თემატიკა:

** HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები);
** HR ბიზნეს პარტნიორი;
** ორგანიზაციული კულტურა, კომუნიკაცია;
** ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა, შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება;
** ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს;
** კომპენსაციის მოდელები, სამოტივაციო სისტემები, სწავლება და განვითარება.

ბოლო დასკვითი შეხვედრა ჩატარდება სასტუმრო "Holiday inn"-ში სადაც მსმენელები ადგილზე გაეცნობიან სასტუმროს სტრუქტურას.

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, "აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინნ თბილისი", "რუმს ყაზბეგი", "რუმს თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

მოდული #5. გაყიდვების მენეჯმენტი

გაყიდვების საფუძვლების შესწავლა, სასტუმრო ინდუსტრიაში მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

მოდულის თემატიკა:

** მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში;
** პოზიციონირება და ბრენდინგი;
** სასტუმროს მარკეტინგული გეგმა/ბიუჯეტი;
** შიდა მარკეტინგი.

ტრენერი: მარიამ სეხნიაშვილი - კორპორატიული გაყიდვების კოორდინატორი, აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინნ თბილისი", "რუმს ყაზბეგი", "რუმს თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 15 საათი (5 შეხვედრა)

მოდული #6. ღონისძიებათა მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა.

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, "აჭარა ჯგუფი" ("ჰოლიდეი ინნ თბილისი", "რუმს ყაზბეგი", "რუმს თბილისი", "ფაბრიკა ჰოსტელი")
ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)

მოდული #7. სასტუმროს უსაფრთხოება

** უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი.
** კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
** რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

ტრენერი: გიორგი წნორიაშვილი უსაფრთხოების დაცვის უფროსი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი"
ხანგრძლივობა: 6 საათი (1 შეხვედრა)

მოდული #8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

მოდულის თემატიკა:

** მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით;
** საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა;
** სტანდარტული რეცეპტები;
** ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
** ფასების დაწესების სტრატეგიები;
** პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები;
** შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის;
** ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა.

ტრენერი: ბექა ძნელაძე, შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო "სტამბა"
ხანგრძლივობა: 9 საათი (3 შეხვედრა)

განრიგი:

ხანგრძლივობა: 2,5 თვე
დაწყების თარიღი: 28 იანვარი
ტრენინგის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 სთ

კურსის საფასური და რეგისტრაცია:

ღირებულება: 1,450 ლარი
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია
ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს, მის დაწყებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია

თამარ გოგალაძე
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 555503350
ტელ.: 2377777 (433)
e-mail.: tgogaladze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru