www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ფოლადის სახლი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

კომპანია "ფოლადის სახლი" საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა და წარმატებით პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანიის მთავარ საქმიანობის სფეროს წარმოადგენს რკინის სამშენებლო მასალების ექსპორტი და რეალიზაცია. "ფოლადის სახლი" სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების, როგორც კარიერულ ასევე, პროფესიულ განვითარებას.

"ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** კლიენტთა ბაზის რესტრუქტურიზაცია;
** კლიენტების საქმიანობის ანალიზი;
** კომერციული წინადადების პროექტების შემუშავება;
** კორპორატიულ კლიენტებთან უშუალო კავშირის დამყარება, მოლაპარაკების წარმოება;
** გაყიდვების ყველა ფაზის კონტროლი, შეკვეთის მიღებიდან-დასრულებამდე;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია სამშენებლო მასალების მიმართულებით, გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოსა და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (როგორც ფიქსირებული, ასევე საბონუსე სისტემა).

დამატებითი ბენეფიტები:

** კვება
** ტრანსპორტირება
** სატელეფონო ლიმიტი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ "ლილო"-ს მიმდებარედ 05/053.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

გთხოვთ, დაინტერესებულ აპლიკანტებს, თქვენი რეზიუმე, გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ფოლადის სახლის" შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ-გვერდს: http://www.poladissakhli.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru