www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი/სავაჭრო აგენტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

სადისტრიბუციო კომპანია "VG"  2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები ნაწარმისა  და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის/სავაჭრო აგენტის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონში (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).

განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 09:00-16:00.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია
** ქონებრივი უზრუნველყოფა
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა
** ახალი სავაჭრო  ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება.
** სავაჭრო  ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** შეკვეთის გაფორმება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@vg-ge.com და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. 

მადლობა დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru