www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებელი
მომწოდებელი: ახალი სკოლა
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"ახალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას: საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებელი

თანამდებობა: საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებელი (MYP,DP)
ანგარიშვალდებულება: საბაზო და საშუალო სკოლის ხელმძღვანელი

სამუშაოს აღწერილობა და არე: საბაზო და საშუალო სკოლის მასწავლებელი ვალდებულია სწავლების პროცესში მოსწავლეების მიმართ განახორციელოს ის მიდგომები და დამოკიდებულებები, რომლებიც შესამაბმისობაშია "ახალი სკოლის" და საერთაშორისო ბაკალავრიატის ფილოსოფიისა და საშუალო/ საბაზო, სადიპლომო პროგრამის მოთხოვნებთან.

კვალიფიკაცია:

** აპლიკანტი უნდა პროფესიულ დონეზე ფლობდეს საგანს
** უნდა ჰქონდეს: დიპლომი/ხარისხი
** სკოლაში სწავლების ან ადმინისტრირების გამოცდილება (სასურველია IB სკოლებში)

მოვალეობები:

მოსწავლეების მიმართ:

** პასუხისმგებელია საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეებში დაამკვიდროს სამაგალითო ქცევის წესები.
** უნდა მოახდინოს მოსწავლეებში მიუღებელი ქცევაზე დროულად რეაგირება/ აღმოფხვრა.
** მოახდინოს სკოლის ექიმის დროულად ინფორმირება მოსწავლის ტრამვის, დაზიანების ან ავადმყოფობის შესახებ.

დაგეგმვა:

** კოლეგებთან ერთად აქტიურად არის ჩართულია პროგრამის დაგეგმვაში.
** დაგეგმვისას გაითვალისწინოს საერთაშორისო ბაალავრიატის საბაზო სკოლისა და სადიპლომო პროგრამის ფილოსოფია.
** მოსწავლეები ჩართოს შეფასებასა და დაგეგმვაში.

შეფასება:

** შეფასებისას გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგიები საერთაშორისო ბაალავრიატის საბაზო სკოლისა და სადიპლომო პროგრამის ფილოსოფიის მიხედვით.
** რეგულარულად შეაფასოს მოსწავლეები.
** ჩართოს მოსწავლეები თანატოლების შეფასებაში.
** მოამზადოს და ჩაატაროს სასწავლო კალენდარის მიხედვით დაგეგმილი მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლების კონფერენციები.

ანგარიშების მომზადება და შენახვა:

** შეადგინოს სათანადო, ზუსტი, ინდივიდუალური ანგარიშები მოსწავლეების მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
** რეგულარულად მოახსენოს მშობლებს და ხელმძღვანელობას მოსწავლეთა მიღწევების და წარმატებების შესახებ.
** მიიღოს მონაწილეობა მშობელთა, მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციებში.

დანერგვა და ორგანიზება:

** შექმნას უსაფრთხო საკლასო გარემო სწავლისათვის, სწავლების მრავალფეროვანი მისაღები სტრატეგიების გამოყენებით.
** გამოიყენოს სწავლების პროცესში მრავალფეროვანი რესურსები.
** შექმნას და შეინარჩუნოს ორგანიზებული და მოწესრიგებული სამუშაო გარემო.
** ხელი შეუწყოს ბავშვებში დამოუკიდებლად მუშაობის, კვლევაზე დაფუძნებულ სასწავლო უნარების განვითარებას.
** ხელი შეუწყოს მოსწავლეებს მაღალი სტანდარტების მიღწევაში.
** გაითვალისწინოს სხვადასხვა დონისა და შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების მოთხოვნები.

კოლეგიალური პასუხისმგებლობა:

** დაამყაროს დადებითი, პროფესიული, კორექტული სამუშაო ურთიერთობები კოლეგებთან, განყოფილებების ხელმძღვანელებთან, ადმინისტრაციის თანამშრომლებთან, მშობლებსა და მოსწავლეებთან.
** დადებითად განეწყოს თანამშრომლების მიმართ.
** იყოს გუნდის წევრი.
** საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს როგორც მოსწავლეებს ისე კოლეგებს.

პროფესიული განვითრება:

** მუდმივად იყოს ჩართული საკუთარი თავის პროფესიულ განვითარებაში (სემინარები, კონფერენციები და ონლაინ კურსები)
** იძიებდეს პროფესიული განვითარების სხვა შესაძლებლობებს.

მოქმედებები:

** კარგად იცნობდეს და იცავდეს სკოლის პოლიტიკასა და რეგულაციებს.
** აღრიცხოს შეინახე და შეინახოს ინფორმაცია მოსწავლეთა დასწრების შესახებ.
** შეამოწმოს საკუთარი ელექტრონული ფოსტა სამუშაო დღის დაწყებამდე.
** წინასწარ გააფრთხილოს ადმინისტრაცია აუცილებელი გაცდენის შესახებ.
** შეასრულოს ყოველდღიური მოვალეობები (ბავშვებზე ზედამხედველობა სადილობის, შესვენებების, ეზოში ყოფნის, სკოლიდან გაცილების და ა.შ. დროს).
** დარჩეს სკოლაში მოსწავლეების წასვლის შემდეგ, რათა დაასრულოს ყოველდღიური მოვალეობები, დაესწროს შეხვედრებს, ჩაატაროს მოსწავლეთა და მშობელთა კონფერენციები, მოაწესრიგოს კლასის გარემო და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული თანამდებობრივი მოვალეობების აღწერილობა ზუსტია, იგი მაინც ვერ იქნება ყოვლისმომცველი, ის ექვემდებარება გადახედვას და შეცვლას საჭიროებისამებრ. სკოლის დირექტორის, ოფის მენეჯერის მიერ დასახული ყველა ინდივიდუალური დავალება შეიძლება არ იყოს ზუსტად განსაზღვრული ამ თანამდებობრივ აღწერილობაში, თუმცა იგულისხმევა, რომ ის უნდა შესრულდეს.

დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ნომერზე 599532405



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru