www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაგისტრალური ქსელის სპეციალისტი - სტეფანწმინდა
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს  ვაკანსიას მაგისტრალური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. სტეფანწმინდაში.

სამუშაო აღწერილობა:

** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძებნა მონაკვეთის დაზუსტება, აღდგენა;
** სახაზო-საკაბელო ნაგებობების ექსპლოატაციის წესებისა და ნორმების დაცვა;
** მასალა-მოწყობილობების წესების დაცვით მონტაჟი;
** სამუშაოს წარმოებისას ინსტრუმენტების (ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოები, ბოჭკოს მზომელი მოწყობილობები) ხელსაწყოების და მოწყობილობების  დადგენილი ნორმების შესაბამისად გამოყენება;
** გამოყენებული მასალების სწორი აღრიცხვა;
** ტექნიკური პასპორტიზაციის სამუშაოების ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** ტექნიკურ  სფეროში  განათლება;
** მსგავს პოზიციაზე ან/და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა/დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy.regions@servicenetgroup.ge 2019 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru