www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: დანიური სახლი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

"დანიური სახლი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს-ადმინისტრირების ან/და მარკეტინგის მიმართულებით;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ფუნქციები და მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პროდუქტების მატრიცის განსაზღვრა;
** გაყიდვების გეგმისა შედგენა/შემუშავება;
** ახალი პროდუქტების მიღება;
** სააქციო და სალიკვიდაციო ფასის დასმა;
** კატეგორიის მიხედვით გაყიდვების, შესყიდვების გეგმისა და მარჟების მონიტორინგი;
** კონკურენტი პროდუქტების, აქციების და ფასების მონიტორინგი;
** პროდუქტის მაღაზიათა ქსელში განაწილება, მაღაზიების საჭიროების და სპეციფიკის გათვალისწინებით;
** ნაშთების, მათი ბრუნვის, პროდუქტის ხანდაზმულობის პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიების განხორცილება;
** მომწოდებლებთან ურთიერთობა და ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა;
** გაყიდვებისა და შესყიდვების რეპორტინგი;
** სააქციო პროდუქტების განსაზღვრა;
** მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტთან თანამშრომლობა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისებისა და სტრატეგიული აზროვნების უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: cv@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერი". კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

"დანიური სახლი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru