www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისპეტჩერი, კურიერი
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.
თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ხუთი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ#14),გლდანი (ქერჩის და ვასაძის კვეთა), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), საბურთალო (ჭაბუკიანის ქ# 6ა) და თამარ მეფის გამზ.#13

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: საღამოს სმენა (19:00-03:00), ერთი დღე დასვენება; ღამე ტრანსპორტირებას ვუზრუნველყობთ.

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერატორის მიერ მიღებული შეკვეთების განაწილება კურიერებზე უბნების მიხედვით.
** კურიერების ადგილმდებარეობის კონტროლი.
** ონლაინ შეკვეთების მიღება და ფილიალებში პროგრამულად გაგზავნა.
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

მოთხოვნა: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

შ.პ.ს. "მასტერ ფუდი" აცხადებს კურიერის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა საკუთარი მოპედით ან ავტომობილით.
** პროდუქციის კლიენტისთვის მიწოდება, მისამართის ძებნა და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: lgvimradze5@gmail.com; გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru