www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სატრაპეზო
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

შპს "სატრაპეზო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის თანამდებობაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

** სავაჭრო აგენტებისგან შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** მიღებული შეკვეთის პროგრამაში ასახვა, რეალიზაციის გაფორმება და შესაბამისი დოკუმენტირება;
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** კონტრაგენტების შექმნა;
** პროგრამულად გადაადგილებისა და შეკვეთების გაკეთება;
** კომპანიის სალარო აპარატების კონტროლი;
** სალაროს ზეტ ანგარიშების გატარება პროგრამულად და კონტროლი;
** დისტრიბუციის თანამშრომლების მიერ თანხების შეტანის კონტროლი;

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა Microsoft Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა apex-ის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ დაინტერესებულმა აპლიკანტებმა თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: kristi777georgien@gmail.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru