www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სასტუმროს მომსახურებაზე
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

საზოგადოება "ბილიკი" იწვევს დაინტერესებულ მხარეებს მონაწილეობა მიიღონ ტენდერში სასტუმროს მომსახურებაზე ტრენინგის მონაწილეთა განთავსებისთვის .

ტრენინგი დაგეგმილია 2019 წლის თებერვლის (5-17 თებერვალი) პერიოდში, 5 დღის (4 ღამე) განმავლობაში.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

** სასტუმროები;
** სანატორიუმები;
** დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კომპლექსები;

ძირითადი მოთხოვნები:

ყველა დაინტერესებული მხარე, რომელიც აპირებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. ტრენინგის ჩატარების ადგილი:

** ტრენინგის ჩატარების ადგილი უნდა იყოს განლაგებული საქართველოს ზამთრის საკურორტო ადგილას (ბორჯომი, ბაკურიანი)
** სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი (სადაც განთავსდება მინიმუმ 22 ადამიანი);
** საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით, ფლიპჩარტის დაფით, ეკრანით.
** კეთილმოწყობილი ეზო
** დახურული საცურაო აუზი

2. დაბინავება:

** ტრენინგის ჩატარების ადგილი უნდა იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის ოთახებით 22 ადამიანის კომფორტულად განთავსებისათვის.
** ტრენინგის ჩატარების სივრცე უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტით (WiFi)

3. კვებითი მომსახურება:

** კვების სრული პაკეტი (საუზმე, სადილი და ვახშამი);
** შერჩევის კრიტერიუმები: ისეთ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას და წარმოადგენენ კონკურენტულ ფასს, მიენიჭებათ უპირატესობა.

გთხოვთ, სატენდერო განაცხადები გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gorelishvililia@gmail.com

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია: სასტუმროს საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელ. ნომერი, ვებ გვერდი) და ფასი ერთ ადამიანზე. (დღგ-ს ჩათვლით).

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru