www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 5000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები: ადმინისტრაციული საქმისწარმოების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ძირითადი ვალდებულებები:

** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მოქმედი სამართლებრივი აქტების პერიოდული განახლება;
** კომპანიაში არსებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა, დასკვნების მომზადება და რეკომენდაციების გაცემა;
** კომპანიის ყველა განყოფილების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის და პროცედურების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტაციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღების, ან მათში ცვლილებების განხორციელების ხელძღვანელობასთან ინიცირება და შესაბამისი კონსულტაციების გაცემა;
** ინიციატორ განყოფილებასთან ერთად ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა გარიგებების პროექტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში გაფორმების უზრუნველყოფა;
** წერილების, განცხადებებისა, ბრძანებების, რეგულაციებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მიღების პროცესის მხარდაჭერა;
** კომპანიის უძრავი ქონებისა და სხვა უფლებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრში და სხვა ორგანოებში;
** კომპანიის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის, მომსახურების პროდუქტებისა და პროცედურების სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი რისკების დადგენა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, ცვლილებებისა და დამატებების პროექტების ინიცირება და შედგენა, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიის ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების კონტროლი და ანალიზი;
** კომპანიისა და იურიდიული განყოფილების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა;
** თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის მიმართულებით (მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სასურველია);
** სავალდებულოა იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მართვის უნარი;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათამდე);
** ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru