www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა ტურიზმის მენეჯერი 2
მომწოდებელი: მეგა სითი
გამოქვეყნდა: 8 იანვარი / განცხადების ვადა: 8 თებერვალი

ტურისტული კომპანია "მეგა სითი" (სითი ჯგუფის წევრი) აცხადებს ვაკანსიას შიდა ტურიზმის მენეჯერის პოზიციაზე. "სითი ჯგუფი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, შარტავას 35.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ტურიზმის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ასაკი: 25-დან 40 წლამდე;
** სქესი: მდედრობითი.
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** გამართული მეტყველება;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების /აქტივობების შეთავაზება, შედგენა, დაჯავშნა, გაყიდვა;
** კომპანიის ვებ გვერდზე და ფეისბუკზე ტურისტული ინფორმაციის განთავსება/ განახლება;
** მომსახურების/ ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია, მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სასტუმროების დაჯავშნა, გაყიდვა;
** უცხოურ მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** ტურის კონტროლი;
** ინვოისების წარმოება;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cityleasing.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ტურიზმის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru